15:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 18:52:14, 581 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი: ქართველები და აფხაზები ომმა გაგვყო, მაგრამ მშვიდობიანად დავიბრუნებთ ერთმანეთს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა აფხაზებსა და ქართველებს შორის   მშვიდობისა და ღირსეული ძმობის აღდგენის უმთავრესი საფუძველი, სწორედ,  მათი მტკიცე ნება გახდეს.

"სოხუმის დაცემის დღე – 1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენთვის უდიდესი ტკივილის, ნგრევის და აუნაზღაურებელი დანაკარგის სიმბოლოდ იქცა.
ძმათამკვლელ ომს ათასობით ქართველი და აფხაზი შეეწირა. ამ დანაკლისს ვერაფერი აგვინაზღაურებს. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას.
ეს არის უმძიმესი გამოცდილება ქართველებისა და აფხაზებისთვის. ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ ერთმანეთს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და გამოვრიცხავთ ყოველგვარ აგრესიას.
ათასობით ადამიანი საკუთარი მიწა-წყლიდან გამოიხიზნა და დევნილად იქცა. მათი დაბრუნება ერთობლივი შეთანხმებით, ღირსეულად და ნდობის აღდგენის საფუძველზე უნდა მოხდეს.
საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ შორის მშვიდობისა და ღირსეული ძმობის აღდგენის უმთავრესი საფუძველი გახდეს აფხაზებისა და ქართველების მტკიცე ნება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას",-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics