17:30 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 13:16:49, 616 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხის გადამოწმება

ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაუთანაბრდა „პისიარ“ ტესტს და უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რა შემთხვევაში ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხის გადამოწმება.

„წინა დადგენილებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაუთანაბრდა „პისიარ“ ტესტს და უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულში. თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, გადამოწმება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში. ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ არის უსიმპტომო ადამიანი, ანტიგენი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება, ამ შემთხვევაში შეასაძლოა, გადამოწმდეს. ან მეორე შემთხვევაში, თუ კორონავირუსის სიმპტომებია გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა, ტესტი გადამოწმდეს. მაგრამ თუ ადამიანი სიმპტომებიანია, მცირე ან საშუალო სიმპტომებით და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება აღარ სჭირდება, ამ შემთხვევაში, ის ადამიანი და ოჯახის ექიმი მოქმედებს იმ პროტოკოლით, როგორც არის ოქროს სტანდარტით, ანუ „პისიარით“ დადასტურების შემთხვევაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics