2015-09-26 14:34:25, 609 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურია
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გოგონა ქვემო კიდურის და ქალა ტვინის ტრავმით ამტელ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).
მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა გოგონას თბილისში, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან