|
2020-11-27 12:18:08, 560 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მასშტაბური „ლოქდაუნი“ არა ეპიდემიის, არამედ პოლიტიკური პროცესის შესაჩერებლად მიიღეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მასშტაბური „ლოქდაუნი“ არა ეპიდემიის, არამედ პოლიტიკური პროცესის შეჩერებას ემსახურება. როგორც ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, მიუხედავად „ლოქდაუნისა“ ოპოზიციის პროტესტი არ შეწყდება. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება, ძალიან ცდება. ეს ლოქდაუნი მეტ პრობლემას შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ვიმსჯელებთ დღეს სამომავლო გეგმებზე. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ასეთი მასშტაბური ლოქდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე რეალურად ეპიდემიის შეჩერების ემსახურება, ასე რომ, გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის ისიც, რომ ქვეყანა უმძიმესი კატასტროფის წინაშეა დამდგარი და სჭირდება ამ კრიზისიდან გამოყვანა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)