|
2015-01-29 14:42:06, 1127 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: არასამთავრობო სექტორი საქართველოში თავისუფალი დარჩება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც სცდება
„არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო თავისუფალი და დარჩება თავისუფალი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც სცდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის არ ეკუთნის. „ყველას გვაქვს საშუალება, ჩვენი აზრი გამოვხატოთ. რაც შეეხება ზეწოლას, ამას ცოტა დასაბუთება ესაჭიროება. ეხლა რომ გითხრათ, თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს არ არის ზეწოლა, ეს შეიძლება ჩემი აზრია, რომელიც უნდა მეთქვა, ან არ უნდა მეთქვა. მაგრამ, თუ მიკროფონს გამოგართმევთ ხელიდან, მაშინ ეს უკვე ზეწოლა იქნება. არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და დარჩება თავისუფალი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის სცდება, ისევე, როგორც მაგალითად პოლიტიკოსი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კახა კოჟორიძის , ნინო ლომჯარიას და გიგაურის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და მათთან დაკავშირებით საინტერესო კვლევას დადებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)