19:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 15:50:15, 574 ნახვა

კომენტარი
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები კვლავ წერტილოვანია და არ გამოცხადებულა „ლოქდაუნი“

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი შეზღუდვები კვლავ წერტილოვანია და არ გამოცხადებულა „ლოქდაუნი“.

​მინისტრის თქმით, „ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები“.

„შეზღუდვები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ამაზე საუბარი გვქონდა ამ დღეებში ბიზნესთან, არის კვლავაც არასაყოველთაო, ეს არ არის ე.წ  ლოკდაუნი. ეს შეზღუდვები არის ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება. ასევე, ეს არის არასაყოველთაო, არამედ სექტორული, რადგან კონკრეტულ სექტორებზე იქნება მიმართული, რომელიც ტრადიციულად არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროპაში, სხვა ქვეყნებში აგენერირებს უფრო მეტ მობილობას. ეს არის ძირითადად არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები, რესტორნები და ზამთრის კურორტები. ასევე, მნიშვნელოვანია, მიაქციოთ ყურადღება, რომ შეზღუდული ეკონომიკის სექტორები, შეზღუდული ბიზნესები არასრულად ჩერდება, გამონაკლისია მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტი, არამედ გადადის საქმიანობის სხვა ფორმაზე. მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებით. ესეც მნიშვნელოვანია. იგივე ვაჭრობის ობიექტები  გადავლენ ონლაინვაჭრობაზე  და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად,არიან მომზადებულები. საბითუმო ვაჭრობა გრძელდება, გრძელდება სხვა სამეწარმეო  საქმიანობა. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ  ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები არის კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი“, – განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics