|
2020-11-25 17:51:02, 528 ნახვა
საზოგადოება
გაერომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა
2020 წლის 25 ნოემბერს, პროექტის - "საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად"- ფარგლებში, გაერომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს COVID 19 -ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად. პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაეროს რამდენიმე სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე, ეხმიანება გაეროს პრინციპს - „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“. აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)