16:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 13:42:40, 697 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ამ ბრძოლაში დამარცხდება „ქართული ოცნება“, რადგან საქართველო ტოტალიტარიზმს ვერ აიტანს

ხელისუფლების წამომადგენლებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ურჩევნიათ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და ხელისუფლების მხრიდან მის გაჭიანურებას.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ამ ბრძოლაში „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება.

„ძნელი სათქმელია რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ურჩევნიათ ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს.

ამიტომ, მე მათ ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics