15:21 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 08:23:03, 624 ნახვა

პოლიტიკა
დღეს ოპოზიციური პარტიები საერთო ფორმატში აქციას არ გამართავენ

დღეს ოპოზიციური პარტიები ერთობლივ საპროტესტო აქციას არ გამართავენ.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ მიიღეს და არჩევნების მეორე ტურს სრული იგნორირებით შეხვდებიან.

,,საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ აქცია გამართოს. ამის შესახებ ჩვენ ინფორმირებული არ ვართ. ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თვითონ მიიღებს. არანაირი ინდივიდუალური გეგმა არ არსებობს. შესაძლოა, რეგიონებში ვიღაცამ გადაწყვიტოს , რომ რაღაც ფორმით გააპროტესტოს, მაგრამ მასშტაბური აქციები, როგორიც რამდენიმე დღის წინ იყო თბილისში, ყველაფერი გავაუქმეთ.

ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურებს, პოლიტიკურ დატვირთავს ვაძლევთ. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ის, რაც ხვალ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს არის სრული ფარსი. არ მივცემთ ზედმეტ დატვირთვას მეორე ტურებს და შესაბამისად, გავაუქმეთ ყველა ის აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics