|
2020-11-20 15:48:30, 869 ნახვა
პოლიტიკა
ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს აზერბაიჯანელი სამშვიდობოები დაეხოცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომელმაც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს მხარეებთან საჰაერო გზით სამხედრო ტვირთების ტრანზიტი შეაჩერა, პრეტენზიები აქვს. ალიევი მიიჩნევს, რომ საქართველოს არ სურდა, რომ „გამხეცებულ მტერს აზერბაიჯანის სამშვიდობოები დაეხოცა“ „როგორია სომხეთის ურთიერთობა მეზობლებთან? აზერბაიჯანთან ასეთი ოკუპაციაა, ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თურქეთთან. რუსეთი ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამს. მე ვიცი, რატომ ვერ შეძლეს მათ ირაღის მიწოდება ირანის გავლით. ეს იმიტომ მოხდა, რომ ირანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. იმიტომ რომ, ირანმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა, მათ დახურეს საჰაერო სივრცე, რადგან არ სურდათ, რომ დახოცილიყვნენ აზერბაიჯანელები. სომხეთს პრეტენზიები აქვს საქართველოსთანაც, რადგან ომის პერიოდში, საქართველომაც დახურა საჰაერო სივრცე და არ დაუშვა, რომ იარაღის გადაცემა მომხდარიყო. ამასთანავე, საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს მოეკლა ჩვენი სამშვიდობოები“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)