|
2020-11-20 13:40:23, 563 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 360 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე, კომისია იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს განიხილავს, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მესამე ან მეოთხე კატეგორიის ნგრევად შენობებში ცხოვრობენ. კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ, 360 ოჯახის სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ზუგდიდში, დამატებით, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართებს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ. ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)