|
2020-11-18 17:46:24, 808 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ფილიპ რიკერმა ოპოზიციას ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლის გაგრძელება შესთავაზა
პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმა ოპოზიციას ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლის გაგრძელება შესთავაზა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა. „შეხვედრის მიზანი იყო მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, როგორ ვაფასებთ სიტუაციას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რა ხედვა გვაქვს და რა სამოქმედო გეგმა გვაქვს. მან გაგვიზიარა საკუთარი ხედვები და პოზიციებიც. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა ბოიკოტის შეწყვეტაზე. ეს შეუძლებელიც არის, თუმცა მისი მხრიდან შემოთავაზებული იყო, ხომ არ ჯობია, ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსნით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ, ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა. თავს ხომ არ მოვიტყუებთ? შევეხეთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რა სიტუაციები იყო იქ, რით დასრულდა საბოლოო ჯამში. შევეხეთ იმასაც, რომ ველოდებით მესამე რაუნდს, სადაც ხელისუფლების ხელშია ბურთი. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ისეთივე ერთიანი, როგორც წინა მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)