14:13 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 15:44:48, 507 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია

აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ისაუბრეს თუ არა მაიკ პომპეოსთან საპარლამენტო არჩევნების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოში მყოფ ყველა პოლიტიკურ აქტორს, პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადატანისკენ მოუწოდებს.

„მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში და დარჩეს სამართლებივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა და არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური. მხოლოდ სტაბილურ განვითარებას შეუძლია ქვეყანას გაუჩნდეს ის შესაძლებლობები რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იმყოფებოდა. პომპეომ ქვეყანა რამდენიმე საათის წინ დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics