2020-11-18 11:02:45, 1638 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევიდან 1 318 თბილისში, 512 აჭარაში და 562 იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევიდან 1 318 თბილისში, 512 აჭარაში და 562 იმერეთში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე 836 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 ადამიანი იმყოფება.
„დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა - 512, იმერეთი - 562, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 178, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33“, - აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ამ დროისთვის 89 395-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,