|
2020-11-17 18:45:14, 592 ნახვა
პოლიტიკა
იან კელის განცხადებით, შეცდომაა, რომ მაიკ პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი აშშ-ს საელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. როგორც იან კელი სოციალურ ქსელში წერს, შეცდომაა, რომ მაიკ პომპეო მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. "პომპეო საქართველოშია, კიდევ ერთ ქვეყანაში სადაც არჩევნების შედეგები სადავოა, შეცდომაა, რომ ის მხოლოდ მთავრობას შეხვდება", - წერს იან კელი. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ელოდებიან. მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)