00:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 18:47:18, 693 ნახვა

საზოგადოება
Strateg East EPAM IT HUB Tbilisi – ის პირველი კურსდამთავრებულები ტექნოპარკში დაჯილდოვდნენ

ტექნოპარკში Strateg East EPAM IT HUB Tbilisi-ის პირველი ნაკადის სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ორგანიზაცია StrategEast-ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა და EPAM-ის დირექტორმა, პროგრამულმა ინჟინერმა სერგეი აგეენკომ გახსნეს. სასწავლო პროგრამის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ შემდეგ სპეციალობებში INTRODUCTION TO C#, NET CORE და  SOFTWARE TESTING.

საგანმანათლებლო ცენტრი IT HUB Tbilisi 2020 წლის თებერვალში  გაიხსნა ამერიკული ცენტრის StrategEast-ის და წამყვანი ამერიკული საინჟინრო კომპანია EPAM Systems-ის ერთობლივი ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით.

IT HUB Tbilisi-ის მთავარი მიზანია IT სფეროში კვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ტექნოლოგიური მეწარმეობის შესაძლებლობების გაფართოება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და IT მომსახურების ექსპორტი. ტრეინინგები ჩატარდა EPAM-ის ტრენერების მიერ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, სწავლის დასრულების შემდეგ, მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი IT სფეროში.

ტრეინინგ-ცენტრი მოიცავს 5 სპეციალობას რომელთა შორის ისეთი სპეციალობებია, როგორიცაა: front-end developer, ASP.NET developer, JAVA developer, Android app developer, and QA engineer.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics