02:49 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 17:01:04, 1708 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და სახლში მკურნალობს.

„კორონა ვირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ“, - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დაუდგინდა. ამასთან, ინფიცირებულ პირებთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics