|
2020-11-17 14:27:57, 660 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, ფაქტობრივი და სამართლებრივი ბლეფია
ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, ფაქტობრივი და სამართლებრივი ბლეფია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური აუცილებლად შედგება. „მეორე ტურთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ამომრჩეველს ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეორე ტურში არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ აუცილებლად იქნება 5-იანი, ხუთოსანი პარტია, იქნება 41 ანუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი. არჩევანის საშუალებას ხელისუფლება უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებით მეორე ტურზეც. მინდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზაციისკენ, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე და კარგი იქნება თუ ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება“, - განაცხადა წულუკიანმა.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)