11:55 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 16:35:42, 718 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - მილიარდერმა ოპოზიციიდან ერთი ადამიანის ყიდვაც ვერ მოახერხა

მილიარდელმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არც მეორე ტურებისთვის და არც პარლამენტში შესვლისთვის არ ემზადება.

„დააკვირდით რას ლაპარაკობს „ქართული ოცნება“. ყოველდღე ამბობენ, მეორე ტურებისთვის ემზადებიანო. არავინ არ ემზადება მეორე ტურისთვის. ყოველდღე ამბობენ, პარლამენტში შემოსვლისთვის ემზადებიანო, არავინ არ ემზადება პარლამენტში შემოსვლისთვის. ხალხო, მილიარდელმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ერთი ადამიანის გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ვამოყობ, რომ დღეს ყველა ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე. ამ ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას და გავიმარჯვებთ ბოლომდე. ამიტომ, ჩვენს მხარეს დგას სიმართლე, ჩვენს მხარეს დგახართ ხალხი, ჩვენს მხარეს არის ამ ქვეყნის მომავალი და რაც მთავარია, ჩვენს მხარეს არის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics