01:01 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 15:24:36, 715 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანი“ ეწყობა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივნის“ მოწყობის მიზნით, დღეს, ნერგები დაირგო.

გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების შთამომავლები მონაწილეობდნენ, რომელთა სახელობის მცენარეებიც დაირგო. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში - ენრიკო ვალვო.

თბილისში, „დავიწყებული ხილის ბაღის“ ანალოგის გასაშენებლად, ტონინო გუერას მეუღლემ, ლორა გუერამ, საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცა ნერგების ის ჯიშები, რომლებიც იტალიურ ბაღშია გაშენებული. ამასთანავე, შემდეგი ეტაპისთვის, დაგეგმილია, ბაღი გაჯერებული იყოს იმ ქართული, ენდემური მცენარეების ჯიშებით, რომლებიც პრაქტიკულად, დავიწყებულია.

იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ პენნაბილლიში „დავიწყებული ხილის ბაღი“ ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. ბაღში მცენარეთა დავიწყებული ჯიშები დაირგო. ამასთან, თითოეული მცენარე სხვადასხვა ხელოვანის სახელობისაა.

ეს პატარა ბაღი გაშენებისთანავე მისი იდეის გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამ მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ხაზს უსვამენ კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას და წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს, ფლორისა და ფაუნის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.

„დავიწყებული ხილის ხეივნის“ ანალოგის სახით თბილისს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც  არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ქალაქის  სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics