2020-11-13 15:28:44, 627 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - თუ ნორმალური მთავრობა იქნა, რა დღესაც გამოვა აშშ-ში ვაქცინა, იმავე დღეს ან მეორე დღეს საქართველოშიც იქნება
„თუ ნორმალური მთავრობა იქნა, რა დღესაც გამოვა ამერიკაში ვაქცინა, იმავე დღეს ან მეორე დღეს საქართველოში იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა ,რომ თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
„მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მესმის რომ ცივა, მესმის, რომ კორონავირუსია. კარგი ამბავია ის, რომ ვაქცინა გამოჩნდა. თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა, ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუ ნორმალური მთავრობა იქნა, რა დღესაც გამოვა ამერიკაში ვაქცინა, იმავე დღეს ან მეორე დღეს საქართველოში იქნება. ხომ იცით ტყუილად არაფერს ვლაპარაკობ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან