09:37 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 11:58:14, 769 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - მაიკ პომპეო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდასაჭერად თბილისში შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 13 - 23 ნოემბერს საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კატარში და საუდის არაბეთში გაემგზავრება.

„მდივნის ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება თბილისი. საქართველოში  მაიკლ პომპეო  შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესის მიღწევისკენ. იგი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics