02:27 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 16:10:05, 510 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო სამშენებლო კომპანიებისგან ზუგდიდში 500-ზე მეტ ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში,  ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ  500-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, არაუმეტეს 18 თვის ვადაში, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.    

ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო.

საკონკურსო წინადადების მიღება 24  ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში  შემდეგ მისამართებზე უნდა წარადგინონ.

  • თბილისი, თამარაშვილის 15ა;
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვებგვერდზე.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics