08:25 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 14:53:25, 570 ნახვა

პოლიტიკა
დავით კირკიტაძე - ხელისუფლება აგრძელებს ძალადობას

„ხელისუფლება აგრძელებს ძალადობას, დღეს ჩვენ რაც შეიძლება ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, რათა ჩვენი პროტესტის ხმა კიდევ ერთხელ გავაგებინოთ მათ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური მდივანი, დავით კირკიტაძე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ მომიტინგეებს უტიფრად უპასუხა.

„საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ მომიტინგეებს უტიფრად უპასუხა, რომელებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განვითარდა და ხელისუფლებას უნდა, რომ ამას უწოდოს არჩევნები. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს უტიფრობას და ძალადობას. დღეს ჩვენ რაც შეიძლება ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, რათა ჩვენი პროტესტის ხმა კიდევ ერთხელ გავაგებინოთ ამ უტიფარ ხელისუფლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაიღალნონ. საქართველოს მოქალაქეები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მზად უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნისთვის საბრძოლველად", - აცხადებს დავით კირკიტაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics