03:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 14:25:14, 555 ნახვა

საზოგადოება
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები 22:00 საათის შემდეგ ერთჯერადი საშვით ისარგებლებენ

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადადგილებისთვის ერთჯერადი, დროებითი საშვები მიიღონ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი საშვის მისაღებად მოქალაქეებმა 1441-ზე უნდა დარეკონ.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18.00 საათიდან“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, დღეიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს. აღნიშნულ ქალაქებს მიეკუთვნებიან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და გორი. შეზღუდვა მოქმედებს როგორც ქვითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics