08:24 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 17:06:34, 570 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია ხელისუფლებას 3 ძირითადი მოთხოვნით მიმართავს

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 3 ძირითადი მოთხოვნით მიმართავს.

აღნიშნული მოთხოვნები რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.

ელენე ხოშტარიას თქმით, პირველი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

ამასთანავე, ისინი ითხოვენ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამართლიანი წესით დაკომპლექტებას. 

გარდა ამისა, ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

როგორც ოპოზიციურმა ლიდერებმა აქციაზე დასძინეს, წამზომი ჩართულია და აღნიშნული სამი პუნქტის შესასრულებლად, ივანიშვილს 20:00 საათამდე აქვს დრო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics