|
2020-11-08 16:24:04, 7209 ნახვა
Lifestyle
მაილი საირუსის სიმღერა "წვეულება ამერიკაში" ბაიდენის გამარჯვების სიმბოლოდ და საზეიმო ჰიმნად იქცა
მაილი საირუსის 2009 წლის ჰიტი "Party in the USA" ახლა ჰიმნია მათთვის, ვინც ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ეს სიმღერა მუსიკალურ ჩარტებშიც კი დაბრუნდა და უკონკურენტოდ ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალება eonline.com ავრცელებს. დაძაბული საარჩევნო სეზონის შემდეგ, ამერიკა მზად არის წვეულებისთვის. ჯო ბაიდენის ისტორიული გამარჯვების შემდეგ 7 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში , მაილი საირუსის 2009 წლის ჰიტმა "Party in the USA" კიდევ ერთხელ გაარღვია iTunes ტოპ 200-იანი მუსიკალური ჩარტი, შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, მიზეზი ის არის, რომ ბაიდენის მომხრეები ამ სიმღერას ბაიდენისა და მომავალი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მთავარი მიღწევის აღსანიშნავად იყენებენ. მაილი საირუსი ტვიტერზე ატვირთული ვიდეოს სათაურში წერს, რომ მხოლოდ ეს უამრავი ნახვა აჩვენებს, თუ რამდენი ადამიანი უსმენს სიმღერას არჩევნების შედეგების საპატივცემულოდ და რამდენი ადამიანი ზეიმობს ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას. ვარსკვლავის მიერ ატვირთულ სხვა ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ დადიან და მღერიან ქუჩებში მის სიმღერას ადამიანები, ის საზოგადოება, რომელიც ტრამპის საწინააღმდეგოდ ბაიდენს უჭერდა მხარს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)