05:27 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 17:44:45, 570 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში მგზავრთა ნაკადს გააკონტროლებს

დედაქალაქის მერია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით, რათა შეძლებისდაგვარად თავი დავიზღვიოთ ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან.

"ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics