|
2020-11-05 16:43:10, 501 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული და მომთმენი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული
ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული და მომთმენი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული, იმიტომ, რომ საშუალება არ მიეცეს სხვადასხვა ტიპის პროვოკაციას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შეფასებისას. მისი თქმით, მნიშნელოვანია ყველა კითხვას, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცეს ზუსტი და ამომწურავი პასუხი. „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, როდესაც საკითხი ეხება თითოეულ ოქმს, დოკუმენტს, რომელზედაც არის პრეტენზცია, რომ არის ხარვეზიანი ან პრობლემური. ეს პირველი რიგის პასუხისმგებლობაა. მეორეა, ხელისუფლება იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, მომთმენი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული, რათა არ მიეცეს საშუალება სხვადასხვა ტიპის პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ არის მომხრე, შინაგანად არ არის თანახმა რაღაც ტიპის პროვოკაციაზე. არის ნაწილი, რომელიც წამსვლელია ალბათ უფრო მძიმე ნაბიჯებზე და თავზე ხელის აღებაც არ გაუჭირდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციულობის ელემენტმა იარსებოს და ხელისუფლების ვალია, რომ ყოველთვის გამოხატავდეს კონსტრუქციულობას და მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)