05:28 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 15:05:27, 638 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა არ გამორიცხავს, რომ საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწედეს

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწედეს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის დაგდება.

„საბჭო  მსჯელობს, თუ რა დამატებითი ღონისძიებების და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ვირუსის  გავრცელების  შენელება მოხდეს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებებში, ასევე, როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრების, ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების -  ბაზრობების, ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“,  -  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics