06:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 10:41:49, 387 ნახვა

საზოგადოება
კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებულია

კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებული გახდა და „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა. მონაწილედ „საირმე“ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოარჩიეს: უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლების.

„ეს წარმატება ჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევით და თითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურად „საირმეს“ ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ კურორტს, სწორედ მათი მხარდაჭერა გახლდათ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი. იცნობდეთ „საირმეს“, უკვე ოფიციალურად საქართველოს წამყვან კურორტს და ტურიზმის ოსკარის ამაყ მფლობელს! მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს გუნდს და თითოეულ სტუმარს, თქვენ ჩვენი წარმატების დიდი ნაწილი ხართ“ - აცხადებს კურორტის ადმინისტრაცია.  

კურორტ „საირმესთან“ ერთად World Travel Award-ის წლევანდელი გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში გახდნენ: booking.com, ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“, სასტუმროთა ქსელი Hilton და ტურიზმის სექტორის სხვა წამყვანი ბრენდები.

კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყელის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მ.-ზე. „საირმე“ ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, მისი მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება. კურორტ „საირმეს" რეაბილიტაციის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 2 ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე საკვები და სამედიცინო ობიექტები, გერმანული დანადგარებით აღჭურვილი სამკურნალო / სარელაქსაციო სპა ცენტრი,  ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა აქტივობები და საკონდიტრო, სადაც ევროპული სტანდარტების პურ-ფუნთუშეული მზადდება. კურორტი „საირმე“ ვიზიტორებს მასპინძლობს წელიწადის ოთხივე სეზონზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics