|
2020-11-03 18:56:48, 529 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია აპროტესტებს იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც კი აჩვენა
ოპოზიცია აპროტესტებს იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც კი აჩვენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩატარებულ ეგზიტპოლებსა და კვლევებში ცდომილების ზღვარი მეასედები იყო. „ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში არის მაქსიმუმ 3-პროცენტიანი ცდომილება ეგზიტპოლსა და დამდგარ შედეგებს შორის, რიგ შემთხვევაში, ასევე ობიექტურად უნდა ითქვას, რომ როგორც „ედისონ რისერჩის“ ანუ, „ფორმულას“ მიერ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში არის მეასედები ცდომილება და იშვიათ შემთხვევაში 2 ან მაქსიმუმ 3- პროცენტიანი ცდომილებაც კი არ არის. ეს არის წინასწარი პროგნოზები, ეგზიტპოლის შედეგები და ასევე ის შედეგები, რომელიც დღეს ასახულია საბოლოო დღევანდელი მოცემულობით. ეს შედეგები კიდევ მოწმდება ოქმების საფუძველზე. აქ უკვე მგონი, სურათი ძალიან ნათელია, აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთი დაკვეთით შეასრულეს ორგანიზაციებმა და გადმოსცეს საზოგადოებას კონკრეტული შედეგები. ყველა პატარა პარტია, რომელმაც მიიღო 2,3, ან 1 - პროცენტიანი შედეგი ყველა წინასწარ იყო ინფორმირებული, მესადებების სიზუსტით დაემთხვა შედეგები როგორც „ედისონ რისერჩის“, ხშირ შემთხვევაში, ასევე „მთავარისა“ და „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში 5 და თუ არ ვცდები, 6- პროცენტიანი სხვაობაც კი იყო „იმედის“ დაკვეთით შესრულებულ კვლევებში, მაგრამ სხვა კვლევებში პატარა პარტიებთან მიმართებით ასეთი უზუსტობები არ ყოფილა და აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც კი აჩვენა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)