|
2020-11-03 15:44:26, 631 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში
სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს არაფრად აგდებენ. „იმედგაცრუებული არიან იმ პატარა და ახალგაზრდა პარტიების მხარდამჭერები, ვინც მართლაც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამ პარტიებს და მიანდო მათ მანდატი, ყოფილიყვნენ მათი ხმა საქართველოს პარლამენტში. იმედგაცრუებული არიან, რადგან აღმოჩნდა, რომ მხარი დაუჭირეს არა მათ წარმომადგენელს პარლამენტში, არამედ მხარი დაუჭერიათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს არაფრად აგდებენ, პატივს არ სცემენ ქვეყნის დემოკრატიას და პატივს არ სცემენ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც არჩევნებს აფასებენ როგორც ლეგიტიმურსა, როგორც კონკურენტულს და მთლიანობაში მოუწოდებენ, შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ ვართ მმართველი ძალა, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე. ჩვენ ჩვენ საზოგადოებას გასაჭირში ვერ მივატოვებთ განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მძიმე გამოწვევა პანდემიასთან დაკავშირებით. მათ მიატოვეს მათი ამომრჩევლები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)