|
2020-11-03 14:28:38, 507 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციას მართავენ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ამ წუთებში ცესკოს შენობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეხვედრა იწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასთან. ამასთანავე, რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილი ოპოზიციონერები, რომლებიც ავტოკოლონით ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. „თამარ ჟვანია არის მთავარი შემსრულებელი იმ გაყალბებებისა, რომელიც 31 ოქტომბერს მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ტრადიციულ მეთოდებს, ანუ ამ ზონდერებს, კომისიებში ადამიანებზე ზეწოლას და ა.შ. თამარ ჟვანია არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რადგან არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. რაც თამარ ჟვანიამ ჩაიდინა, არის სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, ვინც შემოგვიერთდება, შემოგვიერთდება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)