|
2020-11-02 17:00:41, 586 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს
პოლიტიკური პარტია „ლელო“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ლეგიტიმურად არ ცნობენ. „ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური. ის არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, დღეს იმსჯელა "ლელოს" პოლიტსაბჭომ და "ლელო" არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში. ჩვენ არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებიც მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ პოზიციას. ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში გაყალბებული არჩევნები ჩატარება და მივიღოთ ნამდვილად ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ჩვენი მიზანია, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არ გამოიწვევს არანაირ კითხვის ნიშანს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)