|
2020-11-02 12:10:56, 3227 ნახვა
სალომე სამადაშვილი - ხელისულებისგან ვითხოვთ საარჩევნო ადმინიტრაციის შეცვლას და ხელახალ არჩევნებს
ჩემი პირადი აზრით, სწორი იქნება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების შედეგების მიღებაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კვირას, 8 ნოემბერს რუსთაველის მოედანზე გაიმართება მასშტაბური აქცია, რომელზეც გაჟღერდება ორი ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ, საარჩევო ადმინისტრაციის შეცვლა, თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით და ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. „ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ არჩევების შედეგებს ჩვენ არ ვიღებთ და ამ არჩევნების შედეგებს არ მიიღებს ქრთველი ხალხი. ამიტომ გრძელდება პროტესტი, კვირას ვგეგმავთ მასშტაბურ აქციას და ხელისუფლებისგან ვითხოვთ, ერთი ეს არის, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, შეუძლებელია, რომ თამარ ჟვანიამ პასუხი არ აგოს იმაზე, რაც მან გააკეთა 31 ოქტომბერს, მეორე, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომელიც იქება სამართლიანი და თავისუფალი და მისცემს ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ნების დაფიქსირების შესაძლებლობას. რაც შეეხება პარლამენტში მანდატების რეალიზებას და მასზე უარის თქმას თუ არა, ხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ მოისმინეთ თალაკვაძის კომენტარი, როდესაც მან ენმ დაადანაშაულა იმაში, რომ ჩვენ ვაშანტაჟებთ სხვა პარტიებს და ამიტომ ჩვენ გვინდა დღეს გამოვაცხადოთ, გამარჯვება რომელიც მოიპოვა 31 ოქტომბერს ოპოზიციამ არის საერთო გამარჯვება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილება, მათ შორის, მანდატებთან დაკავშირებით, ამიტომ დღეს მე შემიძლია, იმიტომ რომ არავინ დამადანაშაულოს, ჩემი პირადი პოზიცია გამოვთქვა, რომ სწორი იქნება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების შედეგების მიღებაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)