04:48 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 17:06:24, 673 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ეს პარლამენტი ვერ შედგება

თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ეს პარლამენტი ვერ შედგება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია გუშინდელი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ყველა ფორმით გააპროტესტებს, მათ შორის, ქუჩის აქციებით.

„არჩევნები ჩატარდა მოსყიდვის, ძალადობის, მუქარის და დაშინების თანხლებით, რაც მოსალოდნელიც იყო. „ქართული ოცნებისთვის“ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და პირდაპირ გადავიდა არჩევნების გაყალბებაზე. ცვლიდნენ ოქმებში შედეგებს და ზოგიერთ ოლქებში საერთოდ აყალბებდნენ ბიულეტენებს. ეს არის გაყალბებული არჩევნები, ამას არ ვაღიარებთ სამართლიანად და ლეგიტიმურად. არჩევნები არ ჩატარდა თავისუფლად, ამიტომ გამოყენებული იქნება პროტესტის ყველა ფორმა - ქუჩის აქციებით და სხვა გზებით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ პატივი სცეს ხალხის ნებას და ხელისუფლება შეიცვალო კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ბუნებრივია, ეს პარლამენტი ვერ შედგება“, - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics