04:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 12:23:11, 2009 ნახვა

​ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან  დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

 საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში და გერმანულ ბაზა „მარმალზე“გაიხსნა. ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შტაბის ბაზაზე დისლოცირებული  სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს.

ავღანეთში საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები. შედეგების შეჯამებისთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს.

საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics