|
2020-10-30 13:10:06, 547 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად „ქართულ ოცნებას“ კოალიციურ მთავრობას არ შეუქმნიან
ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად „ქართულ ოცნებას“ და მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ პარტიებს კოალიციური მთავრობას არ შეუქმნიან. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ქვემორე ხელმომწერი პარტიები ვაცნობიერებთ რა, რომ ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ:
ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არც ერთ მოცემულობაში, არ შევუქმნით კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას. პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში. ხელმომწერი პარტიები: გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - „გირჩი“ სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველო“ მამუკა გამყრელიძე - „ევროპელი დემოკრატები“ თამარ ჩარკვიანი - „კანონი და სამართალი“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“ ირაკლი ოქრუაშვილი - „გამარჯვებული საქართველო“ ანზორ ბიწაძე - „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკური პარტია“ თინა ბოკუჩავა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნატო ჩხეიძე - მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტია“.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)