|
2020-10-29 12:06:23, 445 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ჩასაფრებულია და ელოდება თავის ჯერს
სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ჩასაფრებულია და ელოდება თავის ჯერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქაოსური სიტუაციის შექმნას, რათა ამით გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. „არის ერთი საკითხი, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო. ყველა შეხვედრის დროს ვრწმუნდები, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ვიდრე ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური სუბიექტი. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, ის არსად არ წასულა, ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ფარისევლური ბოდიშებით უნდა, თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებას. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები იმისთვის, რომ იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქაოსური სიტუაცია შექმნან, იქნებ ამ ქაოსსა და ამღვრეულ წყალში რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის, სად არის სიმართლე და ზუსტად იციან, რა არის პრობლემები ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)