08:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 15:39:04, 480 ნახვა

საზოგადოება
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობის გამო, ცესკო-ში ზარების მიღება დღეს, 18:00 საათამდე გაგრძელდება

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნის რეგისტრაციის ვადა კვლავ გახანგრძლივდა.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს დღეს 18:00 სთ-მდე მიიღებს.

„ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics