19:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-25 15:25:48, 694 ნახვა

სამართალი
კრიმინალთან და დეპუტატის საქმესთან კავშირის ვერსია ტყუილია - ვალერიან ნემსიწვერიძის ადვოკატი

"კრიმინალთან და დეპუტატის საქმესთან კავშირის ვერსია ტყუილია",- ამის შესახებ გარდაცვლილი ვალერიან  ნემსიწვერიძის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მან საქალაქო სასამართლოს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრები მქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებლებთან , ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე, ვცვლით ინფორმაციებს რასაკვირველია, საჭირო ინფორმაციებს.

ამ დროისთვის 70-მდე ნივთმტკიცებაა ამოღებული და ყველა ის ვერსია კრიმინალთან, დეპუტატთან დაკავშირებით აბსოლუტურად ტყუილია. ამას გიდასტურებთ მე, პირადად სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ“ , - აცხადებს გარდაცვლილის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი.

შეგახსენებთ, რომ სარაჯიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 41 წლის მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, მას სავარაუდოდ 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.

ამასთანავე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ვალერიან ნესმიწვერიძე ერთ-ერთი პარლამენტარის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმისთვის იყო ნასამართლევი და მან ციხეში 9 წელი გაატარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics