|
2020-10-24 11:47:57, 595 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - კონტრაქტი, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის, უფრო გაღრმავდა
"კონტრაქტი, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის, რა საკვირველია, უფრო გაღრმავდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს. დეკანოიძემ შეახსენა პრემიერ გახარიას, რომ სამთავრობო სტატისტიკაშიც მომატებულია კრიმინალის რიცხვი და შემცირებულია გახსნილ საქმეთა რაოდენობა. „უმძიმესი მდგომარეობა რომ არის კრიმინალური თვალსაზრისით ეს ფაქტია და არამხოლოდ წელს, მთელი ამ წლების მანძილზე. კონტრაქტი, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის, რა საკვირველია, უფრო გაღრმავდა. სწორედ ეს არის შედეგი, რომ ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა და მაგალითად სახელმწიფო ჩამოშლის პირდაპირი შემთხვევა, რომელიც იყო ზუგდიდში და დამნაშავე დაკავებული არაა. მე ბატონ გახარიას შევახსენებ, რომ, არ ვიცი მან იცის თუ არა, თავისივე სტატისტიკაში, რომელიც სამთავრობო გვერდებზეა გამოქვეყნებული , მომატებულია კრიმინალური შემთხვევები და დაკლებულია გახსნილი საქმეები“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)