10:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 14:15:44, 590 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასატორი გაძარცვეს

„საქართველოს ბანკი“ არ ადასტურებს ინფორმაციას , რომ ქობულეთში მათი ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

„ეს არ არის „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს“, – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

ამასთან, კომპანია DDG ადასტურებს, რომ თავდასხმა მათ კუთვნილ მანქანაზე მოხდა.

„მოხდა თავდასხმა კომპანია DDG-ს კუთვნილ მანქანაზე. თავდახმის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ კომპანიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ინკასატორს დაახლოებით 75 000 ლარი გასტაცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics