|
2020-10-22 13:47:33, 468 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ მომხმარებელს ურჩევს, თანხა დისტანციური არხების გამოყენებით გადარიცხოს
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, თანხა დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით გადარიცხონ. დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა გამარტივებული შესაძლებლობაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. თანხის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გადასარიცხად, მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება. ამასთანავე, მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის ბალანსის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლებისთვის. თანხის მობაილ ან ინტერნეტბანკიდან გადასარიცხად, მომხმარებელმა: · გადარიცხვების მენიუდან მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს; · შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი; · მიუთითოს სასურველი თანხა და გადარიცხოს. თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)