|
2015-09-21 14:43:13, 3596 ნახვა
რეგიონი
სოფელ ჭახათში უფასო სამედიცინო მომსახურება 300-მდე პაციენტს გაეწია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის", სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" და შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის" ექიმებმა ერთობლივი უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივებს მომსახურება გაუწია: კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, პედიატრმა, უროლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ჩატარდა კარდიოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები. მომსახურება გაეწია 300-დე პაციენტს. აქციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე. ექიმებთან შეხვედრისას მინისტრმა განმარტა, რომ 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის შეიძინოს ავტომანქანები, რაც გაზრდის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და სოფლის ექიმის მობილობას. უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)