|
2020-10-20 12:43:45, 617 ნახვა
საზოგადოება
ახალი ხედვის ორთოპედიული პროდუქტები
რეაბილიტაციურ მედიცინაში სახსრების ფიქსაციისა და სწრაფი აღდგენისთვის სპეციალური ორთოპედიული პროდუქტები გამოიყენება. ტრამვა ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს, ხარისხიანი ფიქსატორის გამოყენება კი უზრუნველყოფს როგორც ეფექტურ აღდგენას, ასევე სწრაფ რეაბილიტაციას. რა არის ორთოპედიული ფიქსატორი ფიქსატორის დანიშნულება სახსრის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვაა. ის უდრეკი ან/და რბილი მასალისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. მისი საშუალებით თავიდან აიცილებთ ზედმეტ მოძრაობას, რათა ტრამვა არ გაგიუარესდეთ. განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:
რას გვთავაზობს ახალი ხედვა? “ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფასის ფიქსატორებს გთავაზობთ. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხის მასალებისგანაა დამზადებული, მაგალითად: ერთ-ერთი მუხლის ფიქსატორი ორმაგად ლამინირებული პერფორირებული ნეოპრინისგანაა შექმნილი, რომელიც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ფოლადის ჩანართი აქვს და გიცავთ კოლატერალური იოგების ტრავმისგან. ზედა და ქვედა ღვედი კი ფიქსაციას აუმჯობესებს. რაც შეეხება ტერფის ფიქსატორებს, ისინი მზადდება როგორც სილიკონისგან, ასევე ელასტიური და ლამინირებული მასალებისგან. კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გთავაზობთ. ფიქსატორები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებითაც. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ. არჩევანის გაკეთებაში კომპეტენტური კონსულტანტებიც დაგეხმარებიან - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ან საკონტაქტო ნომერზე დარეკვით.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)