|
2020-10-17 17:55:19, 653 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ეხლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გაუარესებულ ეპიდსიტუაციასა და ხელისუფლების ბრალდებებს ეხმაურება ოპოზიციის მიმართ. უგულავას თქმით, ეპიდემიის მართვა მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობაა და მათ ეს ჩააფლავეს. უგულავა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ იშვერენ ხელებს, ნუ იქნევენ და აბაკუნებენ ფეხებს და მიხედონ საქმეს. როგორც უგულავა ამბობს, თუკი ადამიანების ჯანმრთელობას მასიურად დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. „კოვიდის მართვა, ეპიდემიის მართვა, თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობამ ჩააფლავა. როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ეხლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ გვაქვს, რომ რეალურად ვებრძოლოთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ხელებს ნუ იშვერენ, ფეხებს ნუ იქნევენ, ფეხებს ნუ აბაკუნებენ, მიხედონ საქმეს და თუ ადამიანების მასიურად ჯანმთელობას დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად მათი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა უგულავამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)