00:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 15:22:31, 718 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას გამოხატავდა

„გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული  პარტიის სულისკვეთებას“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ, რომელმაც შექმნა თანამედროვე  ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თითქოს ენმ გაქრა რადარებიდან, პარტიამ რომელმაც შექმნა თანამედროვე  ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით. გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული  პარტიის სულისკვეთებას.

რაც შეეხება ეპიდემიის გავრცელების საშიშროების დაკავშირებას გუშინდელ აქციასთან, ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ განაპირობა ინფიცირებულების ზრდა. მაშინ, როცა ხალხი ყველაზე მკაცრი აკრძალვებით გამოკეტეს სახლებში, ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ მეორე ტალღის რისკებზე, რაც არ გააკეთეს და ახლა ურცხვად ცდილობენ დაუცველ ხალხზე ხელების შეწმენდას.

აქვე  საგანგებოდ მინდა ავღნიშნო, რომ ენმ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით“, - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics