|
2020-10-17 12:09:33, 801 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - დღეს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა პატრიოტიზმია, უპასუხისმგებლო ქცევა კი, ქვეყნის განვითარებას აფერხებს
დღეს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა პატრიოტიზმია, უპასუხისმგებლო ქცევა კი, ქვეყნის განვითარების შეფერხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყველამ ერთად უნდა ააშენოს. „დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ქვეყნის წალენჯიხის და სამეგრელოს ხვალინდელ დღეზე საუბარი. დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ამ ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა ჩვენი მომავლისკენ, ჩვენი მომავალი კი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება ელემენტარული წესებიდან, ჩვენი ქუჩის, ეზოს მოვლიდან, ასფალტირებული გზებიდან, ნორმალური სკოლებიდან“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც წარმატებით გავაგრძელებთ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)